ინტერვიუ სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილესთან
სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევათა ზრდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესების მსგავსია და განსაკუთრებულ მოვლენებს ადგილი არ აქვს, – ამის შესახებ „მოამბისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში შემთხვევების ზრდა სექტემბრის შუა პერიოდში სკოლების და ზოგადად, სხვადასხვა საქმიანობის აღდგენას უკავშირდება. მისივე განცხადებით, ამ ვითარებას საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული სიტუაციაც დაერთო, როდესაც ადამიანების პრიორიტეტები შეიცვალა და ისინი ვირუსთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ნაკლებად ფიქრობენ.
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1 058 ადამიანს დაუდასტურდა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 395 პაციენტი, ათი კოვიდ-ინფიცირებული კი გარდაიცვალა.