გიორგი ცხვიტავა – ეს სახელი და გვარი ის საზომია, რომელზეც ჩემი თაობის სამხედრო ჟურნალისტები სწორებას ვაკეთებთ. „პროფესია ჯარისკაცი“, „ქართული ჯარი“, „საქართველოს სახელით“ და კიდევ უამრავი რეპორტაჟი კონფლიქტის ზონებიდან საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ, საქართველოს სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაცია – ეს ყველაფერი ალბათ, საკმაოდ ხმამაღლა მეტყველებს მასზე და სწორედ ამიტომ, სამხედრო-პატრიოტული ალმანახის რუბრიკა „ინტერვიუ“- ს პირველ რესპოდენტად გიორგი ცხვიტავას წარმოგიდგენთ.
რა ტრადიციებს აგრძელებს „სპა“, სამხედრო ჟურნალისტიკა საქართველოში, რჩევები მომავალ კოლეგებს და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები – დეტალები ჩვენს „ინტერვიუ“-ში.