ინტერვიუ NATO-ს გენერალურ მდივანთან

საქართველო ნატო-ს ღირებული პარტნიორია – ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი მოამბეს ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს. გენერალური მდივანი საუბრობს ბოლო პერიოდის ყველა აქტუალურ თემაზე. მათ შორის იმ რეკომენდაციაზე, რომელმაც პოლიტიკურ წრეებში ვნებათაღელვა გამოიწვია. იგულისხმება ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება ოკუპირებულ ტერიტორიებზე დროებით მე-5 მუხლის ამოქმედების გარეშე. სტოლტენბერგის აზრით, არასწორია სპეკულაციების დაწყება თემაზე, თუ რა პირობით შეიძლება მოხდეს საქართველოს გაწევრიანება. ინტერვიუს დროს გენერალური მდივანი შეეხო არჩილ ტატუნაშვილის ბუნდოვანებით გარდაცვალების საქმესაც.

ქეთევან ქარდავა შეხვდა იენს სტოლტენბერგს.