იენს სტოლტენბერგი - ვფიქრობ, არასწორი იქნება დავიწყო სპეკულაციები თემაზე, თუ რა პირობით შეიძლება გახდეს საქართველო ნატო-ს წევრი
იენს სტოლტენბერგი - ვფიქრობ, არასწორი იქნება დავიწყო სპეკულაციები თემაზე, თუ რა პირობით შეიძლება გახდეს საქართველო ნატო-ს წევრი

ვფიქრობ, არასწორი იქნება დავიწყო სპეკულაციები თემაზე, თუ რა პირობით შეიძლება  გახდეს საქართველო ნატო-ს წევრი – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პირველ არხთან  ექსკლუზიურ ინტერვიუში Heritage International-ის საერთაშორისო კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციის კომენტირებისას განაცხადა. Heritage International-ის ხელმძღვანელის ლუკ კოფის რეკომენდაციაა, საქართველო გაწევრიანდეს ნატო-ში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მე-5 მუხლის დროებით ამოქმედების გარეშე.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ, მოუწოდა ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს, პრაქტიკულ დონეზე საქართველოს დახმარება გაზარდონ.

„ვფიქრობ, არასწორი იქნება დავიწყო სპეკულაციები თემაზე, თუ რა პირობით შეიძლება  გახდეს საქართველო ნატო-ს წევრი.

მნიშვნელოვანია, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და ეხმარება რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში. ნატო საქართველოს პრაქტიკულ და პოლიტიკურ დონეზე დახმარებას უწევს. ჩვენ ვაღიარებთ, რომ წევრობისკენ გზაზე საქართველოს აქვს რეალური პროგრესი.

ამ პროგრესს საქართველომ მიაღწია რეფორმების გატარებით. რეფორმები ეხება როგორც თავდაცვის, ასევე სხვა სექტორებს.

ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას და დახმარებას. ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო იმყოფებოდა საქართველოში.

ასევე, მე მოვუწოდე ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს, რომ მათ პრაქტიკულ დონეზე საქართველოს დახმარება გაზარდონ. მათ შორის, წვრთნისა და შეფასების ცენტრში, რომელიც ჩვენ ერთად გავხსენით საქართველოში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.