რეგიონებში ინტერნეტში ჩასართავად სპეციალური ვაუჩერები დარიგდება. პროექტს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. უკვე წელს 1500-მდე ვაუჩერს ოჯახები და მეწარმეები მიიღებენ, რომლებიც მანამდე ინტერნეტით სარგებლობის შესაბამის ტრეინინგებს გაივლიან. მაგალითად, ფერმერებს და მცირე მეწარმეებს ტრენინგის პროცესში ონ-ლაინ პროდუქციის რეალიზების საშუალებებს შეასწავლიან.