როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები ინტერნეტში არსებული მავნე ინფორმაციისგან. საკითხზე, ექსპერტებთან და პარლამენტის წევრებთან ერთად, დღეს გაერო-ს ბავშვთა ფონდმა იმსჯელა.
შეხვედრაზე მსოფლიო კვლევის შედეგები წარადგინეს. დოკუმენტის მიხედვით, მსოფლიოში 15-24 წლამდე ახალგაზრდები გლობალურ ქსელს აქტიურად იყენებენ. საქართველოში კი, მოზარდების დაცვის მექანიზმები შემუშავებული არ არის.
რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავენ პროვაიდერი კომპანიები და როგორია საკანონმდებლო პოლიტიკა? – მარიამ აფციაურის სიუჟეტი.