კონფლიქტის რეგიონში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ინოვაციური ტექნოლოგიების პროექტები წარადგინეს. მწერალთა სახლში გამართულ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის ნიმუშები, თუ როგორ შეიძლება ხელი შეეწყოს წიგნების პოპულარიზაციას, ასევე კულტურული ძეგლების და მოდელების შექმნას, რომელთა ანიმირებაც მოხდება. ეს კი, პროექტის ავტორების განმარტებით, საშუალებას მისცემს როგორც ტურისტს, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას, არა მარტო წაიკითხონ, არამედ საკუთარი თვალით ნახონ სხვადასხვა ისტორიული ფაქტები და მოვლენები.