სასოფლო სამეურნეო მიწების რეგისტრაციაზე ამნისტია ცხადდება.
საუბარია თავის დროზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, რომლებსაც მოქალაქეები სხვადასხვა დანაშაულებრივი გზით დაეუფლნენ. მსგავსი კანონდარღვევისთვის 2023 წლის პირველ სექტემბრამდე პასუხისგებაში მიცემული მოქალაქე პირობით მსჯავრის, სასჯელისა და დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლდება. ამნისტია გავრცელდება მხოლოდ იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც 2024 წლის პირველ სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებს დანაშაულის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს ან უკანონოდ დაუფლებულ მიწას სახელმწიფოს დაუბრუნებს.
პრემიერის ინციიატივა ნახეთ თათია მაყაშვილის სიუჟეტში.