ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. გურამიშვილის ნომერ 70-თან 2 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. მოწესრიგდა ეზო და მოეწყო ბორდიურები. პროექტს ნაძალადევის რაიონის გამგეობა აფინანსებს და მისი ღირებულება 210 ათასი ლარია. მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები თბილისის მერის მოადგილემ და ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერეს.