ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაცია გრძელდება. ტერიტორიაზე გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკი, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები მოეწყობა, ასევე, განთავსდება შესაბამისი მოწყობილობები. დაგეგმილია გამწვანებისთვის საჭირო ღონისძიებები. მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაირგვება სხვადასხვა სახეობის მცენარე. რეაბილიტაციის პროცესი ოქტომბერში დასრულდება. ადგილზე დღეს თბილისის მერი იმყოფებოდა.