დაპირისპირება გორგასლის ქუჩაზე

ხმაური გორგასლის ქუჩაზე. „ევროპული საქართველოს“ ლიდერები პლაკატების გაკვრას გეგმავდნენ, თუმცა, საპატრულო პოლიციის და მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა მათ ამ ქმედების არაკანონიერებაზე მიუთითეს, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მათ საარჩევნო კოდექსის 46 მუხლის დარღვევაზე მიუთითებდნენ, რაც მათივე განმარტებით, საარჩევნო სააგიტაციო მასალის განთავსებას ეხება და რაზეც სპეციალური ნებართვა სჭირდებათ.

ამას „ევროპული საქართველოს“ ლიდერები არ დაეთანხმნენ და პოლიციელები კანონის არცოდნაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, საარჩევნო კოდექსი ძალაში არჩევნებიდან ორი თვით ადრე შედის და ახლა ეს პერიოდი არ არის. მოგვიანებით ადგილზე მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ.