იმერეთში მიმდინარე წელს 2 745 პროექტი ხორციელდება. ჯამური ღირებულება 176 მილიონ ლარს აჭარბებს. ამ დროისთვის სამუშაოები 12-ვე მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს. ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მდებარე მუზეუმის ნაცვლად, მალე ქალაქს მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცე ექნება, ასევე ქალაქში აქტიური სამუშაოებია დასასვენებელი სივრცეების შექმნის თვალსაზრისით.
მიმდინარე წელს ქალაქს ექვსი ახალი სივრცე დაემატა, ამ ეტაპზე კი სამუშაოები კიდევ ექვს ლოკაციაზე ხორციელდება. გარდა ამისა, პროექტები სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხითაც მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა დაათვალიერა.