ინფრასტრუქტურის სამინისტროს წელს ორი მილიარდი ლარი აქვს ასათვისებელი.
რეკორდული დაფინანსების დიდი ნაწილი ჩქაროსნულ ავტომაგისტრალებისთვისაა გამოყოფილი. იგეგმება მასშტაბური პროექტების დაწყებაც, მათ შორის რიკოთის უღელტეხილზე და მცხეთა-მთიანეთში. პროექტებს დონორი ორგანიზაციები აფინანსებენ. თუმცა წინა წლების გამოცდილებით გეგმა შესაძლოა წლის განმავლობაში შეიცვალოს.
2018 წელს თანხის აუთვისებლობის გამო სამინისტროს ბიუჯეტი 250 მილიონი ლარით შემცირდა.