სოფელი, ბუნებრივი აირის, სასმელი წყლის და ტრანსპორტის გარეშე.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არჯევან-სარვანის მოსახლეობა, ადგილობრივ ხელისუფლებას, ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემების მოგვარებას სთხოვს.
ადგილზე არსებული ვითარების გასაცნობად წალკაში სალი ომაროვა და სერგო გელაშვილი ჩავიდნენ.