ფოთში რთული მდგომარეობაა. ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საპორტო ქალაქის მოსახლეობას უკვე ოთხი წელია, სერიოზული პრობლემა აქვს. ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელსაც ქალაქში საკანალიზაციო სისტემა უნდა მოეწყო, სამუშაოს არ ასრულებს, რის გამოც ქუჩები უკვე წლებია, გადათხრილია.
ნაკლებად სავარაუდოა კომპანიას ეს გადაწყვეტილება პანდემიის პერიოდში მობილობის შემცირებისთვის მიეღო, თუმცა გადაადგილება ქალაქში ნამდვილად შეზღუდულია. მძღოლები ამბობენ, რომ გადათხრილ ქუჩებზე მოძრაობა ფაქტობრივად შეუძლებელია, წვიმის დროს კი ქუჩაში ფეხით გავლაც კი პრობლემურია. მოქალაქეებთან ერთად, სერიოზული პრობლემის არსებობას ქალაქის მერიაშიც ადასტურებენ.
თეა აბსარიძე დეტალებით.