ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. განვითარების ფონდის მხარდაჭერით დასრულდა სტიქიის შედეგად დაზიანებული ვიზიტორთა ცენტრის, საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზების აღდგენის პროცესი. ამ ეტაპზე ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს ყველა არსებული ბილიკის განახლება და ახალი ბილიკების ქსელის დამატება, ჯამში 105 კმ-მდე სიგრძის, თანმდევი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურით. ბილიკების ქსელის მოსაწყობად, ჯამში, 5 მილიონ ლარამდე თანხაა გამოყოფილი.