ინფრასტრუქტურის სამინისტრო ტენდერს აცხადებს

ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი 27 სკოლის ასაგებად ტენდერებს აცხადებს.

22 რეგიონში სასწავლო დაწესებულებების ასაგებად 65 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიზანია, სატენდერო პროცედურები უფრო მეტად გამჭვირვალე და ეფექტური იყოს.

დაინტერესებულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ტენდერის გამოცხადებამდე გაეცნონ პროექტებს, უკეთ შეძლონ მომზადება, რათა კონკურენტულ გარემოში უზრუნველყოფილი იყოს ღია და თანაბარი პირობები.