ინფრასტრუქტურის მინისტრი პარლამენტში

პოლიტიკურ დებატებამდე იყო კითხვა-პასუხის რეჟიმი, რა დროსაც ინფრასტრუქტურის მინისტრს მადლობების და დადებითი შეფასებების გარდა მწვავე კითხვების მოსმენაც მოუხდა.

რატომ გაუქმდა სოფლის პროგრამა, რატომ ჭიანურდება ან იშლება ტენდერები და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რატომ ვერ ხერხდება საბიუჯეტო სახსრების ათვისება და ემუქრება თუ არა რაიმე საფრთხე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს.

ოპონენტებთან ერთად, მთავრობის წევრთან შეკითხვები მმართველი გუნდის წევრებსაც ჰქონდათ. მაია ცქიტიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მისი უწყების პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტების სწრაფად და ხარისხიანად დასრულება და კორუფციული რისკების გამორიცხვაა, რისთვისაც კონკრეტული ზომები გატარდა.

„მინისტრის საათის“ დროს დაანონსდა 2019 წელს ჩასატარებელი სამუშაოებიც.