განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ დაიწყო სოციალური კამპანია „ინფორმაციული უსაფრთხოება ონლაინგანათლებაში“. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ორი თვის განმავლობაში, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ორგანიზებითა და ინიციატივით, ონლაინუსაფრთხოების თემატიკაზე სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებითი ონლაინაქტივობები ჩატარდება, მომზადდება თემატური საინფორმაციო ბანერები, პოსტები და ანალიტიკური სტატიები, რაც დაეხმარება მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს, დისტანციური სწავლების პროცესში იგრძნონ თავი უსაფრთხოდ.
სტუმარი: დიმიტრი ბერიძე – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი.
ახალი დღე