პროექტი უცხოეთის ქართული საკვირაო სკოლებისთვის

კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი უცხოეთში ქართული საკვირაო სკოლებისთვის. ინიციატივა კულტურის სამინისტროს ეკუთვნის. ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრიაში, ირლანდიაში, საბერძნეთში, საფრანგეთსა და ბელგიაში მოქმედი შვიდი საკვირაო სკოლის 300 მოსწავლისთვის კულტურულ-შემეცნებითი ონლაინღონისძიებები ტარდება. ლონდონის, ანტვერპენისა და დუბლინის ქართული საკვირაო სკოლების მოსწავლეებისთვის უკვე მოეწყო მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლების ჩვენება.

ხელოვნების სასახლის ორგანიზებით, საბერძნეთში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა ლექცია ქართული ქსოვილის თემატიკაზე. პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.