ინფლაციური პროცესები

გუშინდელი გამყარების შემდეგ, ლარი დღეს მცირედით ისევ გაუფასურდა.

ოფიციალური კურსით, ერთი დოლარის ღირებულება 2 ლარი და 82 თეთრია.

ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრად დაცემის მიუხედავად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პროგნოზი მაინც ოპტიმისტურია. კობა გვენეტაძის აზრით, ტურისტთა ნაკადის მოსალოდნელი შემცირება ლარზე მნიშვნელოვან ზეწოლას არ მოახდენს. ცენტრალური ბანკი ხელოვნურ ჩარევასაც ისევ არ გეგმავს. ექსპერტები კი ინფლაციის რისკებზე საუბრობენ და დარწმუნებულები არიან, რომ მოქმედი კურსიც კი, იმპორტირებული პროდუქციის ფასებზე აუცილებლად აისახება.