სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.04 %, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.3 % შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.2 % შეადგინა.