ინფექციურში პაციენტებს აკვირდებიან

როგორია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხე. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით ხუთ პაციენტს აკვირდებიან. სამი საქართველოს მოქალაქეა, ორი კი – ირანის. ისინი იტალიასა და ირანში იმყოფებოდნენ და ტემპერატურის მატება ქვეყანაში ჩამოსვლის შემდეგ აღენიშნებოდათ.