ელენე ხოშტარია სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურს მოძრაობა „სირცხვილიას“ წინააღდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს.
საქმე ეხება ქალაქ ზუგდიდში მომხდარ ფაქტს. მოძრაობის წევრებმა საკუთარი პლაკატები სამშენებლო ობიექტის ღობეზე გააკრეს, თუმცა ისინი მოგვიანებით ჩამოხეული დახვდათ. ინციდენტის შემდეგ, მათ პოლიცია გამოიძახეს და პლაკატები ღობეზე ხელახლა გააკრეს. როგორც ერთ-ერთი მოქალაქე აცხადებს, ობიექტი მისი საკუთრებაა და პლაკატები მან ჩამოხსნა. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები, ქალაქ ზუგდიდში აქციის გამართვას 14 სექტემბერს გეგმავენ.