ინციდენტი მეტროსადგურ „თავისუფლებაზე“

თბილისის მეტროსადგურზე, ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა.

შემთხვევა ორი საათის წინ „თავისუფლების“ მეტროში მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცია და მას სამედიცინო დახმარება დროულად აღმოუჩინეს. ის ქართულ-ამერიკულ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მომხდარის გამო დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მეტრო „თავისუფლების“ სადგურზე მოძრაობა შეზღუდული იყო, ამ წუთებში კი ის სრულად აღდგენილია.