სარჩელი სააპელაციო სასამართლოში

სააპელაციო სასამართლოში უჩა მამაცაშვილის საქმეზე პირველის სხდომა მიმდინარეობს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ორივე მხარე ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენის, უჩა მამაცაშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წევრებს, ვასო ურუშაძესა და ლაშა ფარულავას, მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის, ჯარიმის სახით 5 000-5 000 ლარი დააკისრა. მოსამართლე გოჩა დიდავამ მიიჩნია, რომ მოძრაობის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები ტელეეთერებში ცილისმწამებლური იყო.