ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციაზე დახარჯული თანხა კითხვებს აჩენს

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ სამუშაოები ერთი და იგივე საქმის საკეთებლად რამდენჯერმე, არამიზნობრივად და არაგეგმურად ტარდება. თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით, კითხვები აქვს ადგილობრივ ანტიკორუფციულ მოძრაობასაც. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტთან დაკავშირებით კომენტარზე უარი გვითხრეს, საავტომობილო გზების დეპარტამენტში კი, მხოლოდ წერილობით გვიპასუხეს და განაცხადეს, რომ პროექტი ნორმებისა და ვადების დაცვით ხორციელდება.