ინციდენტი კრწანისის საწვრთნელ ცენტრში. წვევამდელებს შორის დაპირისპირება მოხდა. შედეგად ერთი-ერთი მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმებმა განმარტეს, რომ პაციენტს გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა და მკურნალობას ის სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებს.
საავადმყოფოსთან წვევამდელის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. პაციენტის მამა ჰყვება, რომ მის შვილს კრწანისის სამხედრო ბაზაზე სცემეს და კლინიკაში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს. ცემის ფაქტს არ ადასტურებენ თავდაცვის სამინისტროში.
უწყების პრესსამსახურის განმარტებით, ცენტრში შელაპარაკება მოხდა, ერთ-ერთი წვევამდელი კი ემოციური ფონის გამო კლინიკაში გადაიყვანეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვევამდელს დაზიანებები არ აქვს და სამედიცინო დაწესებულებიდან მას მალე გაწერენ.