ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა სამართალდამცავებს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს.
ზაზა სარალიძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე ავტომობილით მოძრაობის დროს ის პოლიციამ გააჩერა და მანქანაში არსებული კარავი და პირადი ნივთები გასტაცა. სარალიძე კარვის გაშლას პარლამენტის შენობასთან გეგმავდა, რის შესახებაც შეტყობინება გაუგზავნა როგორც დედაქალაქის მერიას, ისე საპარტულო პოლიციას. ინციდენტის დროს სარალიძე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. თუმცა ადგილზე მისულ ექიმებს მან დახმარებაზე უარი უთხრა. ზაზა სარალიძე კვლავ პარლამენტის შენობასთან იმყოფება. მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად ის ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით პროტესტს განაგრძობს.