„იმოქმედე“ – ამ სლოგანით ძალადობის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო. მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა. დეპუტატები სალომე ჯინჯოლავა და სალომე ქურასბედიანი გორის უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდნენ. ისაუბრეს კონკრეტულ შემთხვევებსა და შედეგებზე. მსჯელობა შეეხო ნაადრევი ქორწინების მიუღებლობას. დისკუსიას სახალხო დამცველის წარმომადგენელები და საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ წევრები ესწრებოდნენ. კამპანია 16-დღიანია და ის საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაგრძელდება.