საქართველოს სოფლების გაზიფიკაციის პროექტის ფარგლებში იმერეთში პროცესი დასრულდა. სამუშაოებს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი გაეცნო. მინისტრის მოადგილემ გაზის ანთების სიმბოლურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
იმერეთში 2013 წლიდან დღემდე გაზიფიცირებულია 11 მუნიციპალიტეტი, 287 სოფელი, 204,229 აბონენტი.
გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ბზავანსა და ზედა გორაში.
სამუშაოები მიმდინარეობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხორში, ასევე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში: ქვედა და ზედა მესხეთში, ბროწეულას დასახლებასა და მუხიანში.