სასამართლო ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის ფაქტზე ერეკლე კოდუასთვის წარდგენილი ბრალდების საქმეს განიხილავს.
პროცესზე ყოფილი სპეცრაზმელი კარლო მიქაძე იკითხება. მოწმემ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები გაიხსენა. მისი თქმით, სპეცდანიშნულების რაზმი ტელეკომპანია „იმედში“ სწორედ ხელმძღვანელის ბრძანებით შეიჭრა, სადაც რამდენიმე კონკრეტული მითითება მიიღო.