7 ნოემბერს აქციის დარბევის და „იმედში“ შეჭრის საქმე

როგორ მოხდა ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრა და ვინ გასცემდა კონკრეტულ ბრძანებებს.

სასამართლომ დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმის ჩვენება მოისმინა. საუბარია სპეცდანიშნულების რაზმის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელზე, რომელმაც წინა მოწმეებისგან გასხვავებით ერეკლე კოდუას მამხილებელი ჩვენება მისცა. დავით დათაშვილის თქმით, სწორედ სოდ-ის მაშინდელი უფროსისგან იღებდა კერძო ტელეკომპანიაში მოქმედების ტაქტიკაზე დავალებებს.

დაცვის მხარე დღევანდელ ჩვენებაში მოყვანილ ფაქტებს არ ენდობა და საეჭვო გარემოებებზე მიუთითებს.

დატოვე კომენტარი