„იმედის” საქმე

ტელეკომპანია „იმედის” დარბევის საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი. საქართველოდან წასულ სოდ-ის ყოფილ ხელმძღვანელს ბრალდება დაუსწრებლად წაუყენეს.

პროკურატურა ერეკლე კოდუას სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავება.

საგამოძიებო მასალებში წერია, რომ სწორედ კოდუას დაქვემდებარებაში არსებული სპეცრაზმი შეიჭრა მაუწყებლობის გათიშვის მიზნით კერძო ტელეკომპანიაში, მათ კი ადგილზე სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მაშინდელი უფროსი ხელმძღვანელობდა.

ძებნილი ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდე ეს უკვე რიგით მესამე სისხლის სამართლის საქმეა.