ახმეტის მუნიციპალიტეტში ილტოს ხეობაში მდებარე სოფელ ვეძების მცხოვრებლები ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას მოითხოვენ.
სოფელს არ აქვს სასმელი წყალი, ბუნებრივი აირი და გზა. ადგილობრივები შიდა მიგრაციის პრობლემაზე ლაპარაკობენ. ხალხი ტოვებს სოფელს. მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ მალე პრობლემები მოგვარდება ვინაიდან იწყება სხვადასხვა პროექტი. სასმელი წყლის მიღება ჭაბურღილის დახმარებით ადგილზე გართულებულია. სოფელ ვეძების მიმდებარედ ნავთობის საბადოა.
ნახეთ ჟანა დიდებაშვილის და ზვიად ყარაულაშვილის რეპორტაჟი.