ილია მეორე: შევთხოვთ წმინდა გიორგის, შუამავალი იყოს საქართველოსა და ღმერთს შორის
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო წირვა აღევლინება.
სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია მღვდელმთავრებთან ერთად კათოლიკოს პატრიარქმა ჩაატარა.
მოგვიანებით, ილია მეორემ ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა.
ასევე, უწმინდესმა რამდენიმე გვარიც დალოცა. გიორგობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება – 6 მაისს წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს, რომელიც მისი ბორბალზე წამების დღეა.