ილია II - გაჭირვების დროს უნდა ვთქვათ, ღმერთი არის სიყვარული და სიყვარული გადაგვარჩენს ჩვენ
გაჭირვების დროს უნდა ვთქვათ, ღმერთი არის სიყვარული და სიყვარული გადაგვარჩენს ჩვენ – ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგების დროს, განაცხადა.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს, ილია მეორის თქმით, განსაცდელი ადამიანებისთვის ღვთისგან ბოძებული ჯვარია.
უწმინდესმა ტაძარში შეკრებილი მრევლი დალოცა და სიძლიერისა და სიმტკიცისკენ მოუწოდა.