ილიაობას აღნიშნავენ ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში. უკვე ტრადიციად ქცეული ფორმატით დამსწრე საზოგადოებას დღეს დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მხარეები მასპინძლობენ. საგურამოში წარდგენილია მთის კულტურა – ფოლკლორი, პოეზია და მხატვრობა. „ილიაობის“ დღესასწაული 2014 წელს, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის, ანდრო ბედუკაძის ინიციატივით აღდგა. განახლებული ფორმატის მიხედვით, ყოველი წლის 2 აგვისტოს, „ილიაობის“ მასპინძლები საგურამოში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული კუთხეები ხდებიან.