თბილისის განვითარების ფონდი, მუზეუმების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფასადის მხატვრული მინათებისა და კედლის მხატვრობის სარესტავრაციო სამუშაოები, ასევე წინა ეზოს კეთილმოწყობა.
პირველ ეტაპზე შენობა კონსტრუქციულად უკვე გამაგრდა, რეაბილიტირდა კომუნიკაციები, მოეწყო სადრენაჟე და გათბობის სისტემა, გაიწმინდა აგურის კედლები, დამონტაჟდა რკინის შიდა კარი და ფანჯრები და სრულად ადაპტირდა შშმ პირების საჭიროებებზე. მეორე ეტაპზე გაილესა და შეიღება კედლები და ჭერი, მუშტაიდის ბაღის მხარეს შემოიღობა ტერიტორია. სამუშაოებს თბილისის მერი ადგილზე გაეცნო.