ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში ილიაობას აღნიშნავენ

ილიაობას აღნიშნავენ ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში. უკვე ტრადიციად ქცეული ფორმატით დამსწრე საზოგადოებას დღეს დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მხარეები მასპინძლობენ. საგურამოში წარდგენილია მთის კულტურა – ფოლკლორი, პოეზია და მხატვრობა. „ილიაობის“ დღესასწაული 2014 წელს, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის, ანდრო ბედუკაძის ინიციატივით აღდგა. განახლებული ფორმატის მიხედვით, ყოველი წლის 2 აგვისტოს, „ილიაობის“ მასპინძლები საგურამოში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული კუთხეები ხდებიან.