ილიაობა

დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანგელოზის დღეა. მართლმადიდებელი ეკლესია ილიაობას ზეიმობს. აღინიშნება ბიბლიური წინასწარმეტყველის ელია თეზბიტელის და ეროვნული მოღვაწის ილია ჭავჭავაძის ხსენების დღეც. მსახურება სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში პატრიარქმა, მეუფე შიოსთან და მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა. წირვის შემდეგ კი უწმინდესის თანამოსაყდრემ მრევლს ქადაგებით მიმართა.