III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა.

დახვედრის ცერემონია ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე გაიმართა. III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული, მაზარ-ი-შარიფში გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 6 თვის განმავლობაში ასრულებდა.

ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარ ამოცანას, ოპერაციის რაიონის კონტროლი და სწრაფი რეაგირების დავალებების შესრულება წარმოადგენდა.

III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთში IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა ჩაანაცვლა.