იერუსალიმის საპატრიარქო წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიაზე დასწრების წესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიაზე დასწრების მსურველები უნდა მივიდნენ შაბათს, პირველ მაისს, 9 საათიდან 10 საათამდე ახალ კარიბჭესთან, საიდანაც პოლიცია და საპატრიარქოს წარმომადგენლები კორონავირუსზე ვაქცინირებულ პირებს ქრისტეს საფლავის, იგივე აღდგომის ტაძარში შეუშვებენ. ისინი, ვისაც არ აქვთ გაკეთებული კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა, დარჩებიან წმინდა კონსტანტინესა და ელენეს მონასტრის ტერიტორიაზე.
მოამბე