ცეცხლის გარდამოსვლა მაცხოვრის აღდგომის ტაძარში

მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შესახვედრად ემზადება. იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლი საქართველოში უკვე ჩამოაბრძანეს. მაცხოვრის ტაძარი დღეს წინა წლისგან განსხვავებით, ისევ სავსე იყო მომლოცველებით. ისმოდა ქართული გალობაც. კუვუკლიიდან იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა ცეცხლი თბილისის დროით, ზუსტად 14:55 საათზე გამოიტანა. პანდემიიდან გამომდინარე, ტაძარში მხოლოდ ის პირები შეუშვეს, ვისაც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებული ჰქონდა.