ბორჯომში ცხრა დღიანი მწვავე პროტესტი და გაფიცვა დასრულდა.
მინერალური წყლების ჩამომსხმელი ორი ქარხანა საწარმოო პროცესს ხვალიდან განაახლებს. 400-მდე თანამშრომელი სამუშაო ადგილებს უბრუნდება. მათი მოთხოვნები დაკმაყოფილებულია. ხელფასების ზრდის, სამუშაო პირობების გაუმჯობესების და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების მოთხოვნით ქუჩაში გასული თანამშრომლები მენეჯმენტთან შეხვედრას მხოლოდ პროფკავშირების წარმომადგენლის თანდასწრებით ითხოვდნენ, რაზეც ადმინისტრაცია კატეგორიულ უარს აცხადებდა. საბოლოოდ დამსაქმებელი დათმობაზე წავიდა. კომპანია „ბორჯომში“ ახალი დირექტორი დაინიშნა, რომელიც პროფკავშირების მედიაციით მოლაპარაკების პროცესს დათანხმდა.