„IDS ბორჯომის“ მაკონტროლებელმა კომპანიამ საქართველოს მთავრობას წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემა შესთავაზა. ამის შესახებ თავად კომპანიამ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ისაუბრა, სადაც ხაზგასმულია, რომ ეს ნაბიჯი საქართველოს მთავრობას საერთაშორისო კომპანიის მართვაში მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემს.
როგორია ხელისუფლების პასუხი და ნიშნავს თუ არა ეს რომ ბორჯომის ქარხანა მუშაობის აღდგენას შეძლებს? – შალვა სუმბაძე პირდაპირ ეთერში თემის დეტალებით.