ხანძრის სახიფათო კერები ბორჯომში

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია, დარჩენილი ნაწილის დამუშავებას მაშველები ახლა სპეციალური აღჭურვილობით ცდილობენ. მიუდგომელ ადგილებთან კი მძიმე ტექნიკით გაჰყავთ გზა. პროცესში დილიდან ჩართულია ავიაცია, თუმცა პერიოდულად ვერტმფრენები მუშაობას აჩერებენ.