„იბერია ბიზნესჯგუფი“კარტელურ გარიგებებში ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს
კარტელურ გარიგებებში ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს იბერია ბიზნესჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი. დავით გოგორიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ტენდერებში კომპანიის გამარჯვებას მრავალწლიანი გამოცდილება და მიწოდებული პროდუქტის ხარისხი და ფასი განსაზღვრავს. გია გაჩეჩილაძის შემდეგ კი, მთავრობის ადმინისტრაციას საქართველოში სიტროენის წარმომადგენელი ფირმის გენერალურმა დირექტორმაც მიმართა. გიორგი შარაშიძემ პრემიერ-მინისტრის სახელზე ჯანდაცვის სამინისტროსთვის 10 რეანიმობილის შეძენაზე გამოცხადებული ტენდერის დოკუმენტაცია შეიტანა.
შეგახსენებთ, გია გაჩეჩილაძე და მისი სიძე კარტელურ გარიგებებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფო ტენდერებს ტარიელ ხეჩიკაშვილის მიერ დაარსებული კომპანია იგებს.
გიორგი შარაშიძე დღეს პრემიერის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილის პირობა გადადგომაზე არის ზეწოლა უწყებებზე, რომელმაც მისი საქმე უნდა შეისწავლოს.