პოლიციის მთავარ სამმართველოში იკითხება მოქალაქე გიორგი შარაშიძე. ის საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა. გამოკითხვაზე შესვლამდე ვაკეში მომხდარ ინციდენტზე მათ დამატებით არ უსაუბრიათ. შეგახსენებთ, გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში ადგილი ჰქონდა ინციდენტს და ის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს დაუპირისპირდა.