„სიტროენ ჯორჯიას“ ხელმძღვანელის გამოკითხვა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გია გაჩეჩილაძის სიძე, კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ ხელმძღვანელი დღეს კიდევ ერთხელ იკითხება. გიორგი შარაშიძის თქმით მისთვის უცნობია კონკრეტულად რა შეკითხვები ექნება გამოძიებას. საქმე ლილოში მიწის ნაკვეთს ეხება, რომელიც მის კომპანიას ეკონომიკის სამინისტრომ გადასცა, პირობების შეუსრულებლობის გამო კი სახელმწიფომ უკან დაიბრუნა. ვალდებულებაში ეწერა, რომ ნაკვეთზე საწარმო უნდა აშენებულიყო. გამოძიება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ შპს „კონსტრაქტ ვიჟენისთვის“ გადაცემული ქონების მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე მიმდინარეობს.